მარიამ კუკუნაშვილის ბლოგი

პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩემთან დამეგობრებისთვის. რადგან ჩემს ბლოგს სტუმრობთ, ესეიგი საერთო ღირებულებები გვაქვს, საერთო ინტერესების სფერო და საერთო პრობლემები გვაწუხებს. მჯერა, რომ, ადამიანი ძლიერი მხოლოდ მაშინ არის, თუ ის სხვებსაც მატებს ძალას, ცოდნა კი ღირებული მაშინაა, თუ მას შეუძლია უკეთესი გახადოს სამყარო.

ჯანმრთელობა, უშვილობა, ორსულობა, მენოპაუზა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ფსიქოლოგია, ჯანდაცვაში არსებული პრობლემები, ეს ის თემებია რის გარშემოც ვწერ ძირითადად. თუმცა არ ვაპირებ მხოლოდ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული თემებით შემოვისაზღვრო და პერიოდულად სხვა საინტერესო თემებსაც შემოგთავაზებთ. იქ სადაც მეტი ცოდნაა, მეტია სიყვარულიც. შემომიერთდით და ერთად ვიმსჯელოთ საინტერესო თემებზე.

უახლესი სტატიები


თავისუფლება, დემოკრატია, სამართლიანობა?

მიწებზე ბარონულმა მფლობელობამ შექმნა ფეოდალიზმი, კოლონიურმა მიწების ჩამორთმევამ საძირკველი ჩაუყარა იმპერიების შექმნას, ადამიანების მიერ ადამიანების ფლობამ ფენომენელური სიმდიდრე შექმნა და მონათმფლობელური საზოგადეობების წაარმოუდგენელი სისასტიკე წარმოშვა. აქამდე წორედ აქტივების მფლობელთა ინტერესები განსაზღვრავენ თუ როგორ იმართება ჩვენი ეკონომიკა და როგორ არის ორგანიზებული ჩვენი რესურსები. საკუთრების კაპიტალისტური ურთიერთობები

მჩაგვრელი სისტემა, საკუთრება და პანდემია

პროგრესის კონცეფცია კატასტროფის იდეას უნდა ეფუძნებოდეს. როდესაც ყველაფერი „სტატუს ქვოს“ უბრუნდება, ეს არის კატასტროფა“.უოლტერ ბენჯამინი 2021 წლის იანვარში ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის მდივანმა ჯანეტ იელენმა თქვა, რომ მსოფლიო ოთხი ისტორიული კრიზისის წინაშე იდგა, რომელთაგან Covid-19 მხოლოდ ერთ-ერთი იყო. “პანდემიის გარდა, კაცობრიობა ასევე დგას კლიმატის კრიზისის,