ადრე გავრცელებული მოსაზრებების მიხედვით სიმსუქნისა და დაავადებების ძირითად მიზეზად განიხილებოდა ცხიმის ზედმეტი ოდენობით მოხმარება.’’ცხიმი გხდით ცხიმიანს’’თეორია, პირველად ამერიკელი ექიმის, ანსელ კეის მიერ გავრცელდა 1939 წელს, თუმცა შემდგომმა კვლევებმა დაადასტურა რომ ცხიმს არანაირი წვლილი არ მიუძღვის სიმსუქნესა თუ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ჩამოყალიბებაში და ამ ყველაფრის მიზეზი არის შაქარი. ამის შემდეგ დაბალკარბონატული (ნაკლები შაქრის შემცველ) კვების რეჟიმს უამრავი მიმდევარი გამოუჩნდა და ბევრმა მათგანმა ცილოვან დიეტასაც მიმართა. შედეგები ნამდვილად წარმატებული იყო და შესაბამისობაში კვლევის დასკვნებთან.
იმისათვის რომ გასაგები იყოს დაბალკარბოჰიდრატული კვების რეჟიმის ეფექტურობა, უმჯობესია მიმოვიხილოთ მოკლედ ორგანიზმში მიმდინარე ის ბიოქიმიური პროცესები, რომელიც შაქრის მოხმარების დროს მიმდინარეობს. ბუნებაში არსებული ყველა ნახშირწყალი ( პური, ცომეული ,ბრინჯი, სუფრის შაქარი,ხილი ) სამი სახის შაქრამდე დაიყვანება: გლუკოზა, ფრუკტოზა, გალაქტოზა. შაქრის შემცველი პროდუქტის მიღების დროს სისხლში იმატებს გლუკოზის რაოდენობა და პანკრეასის მიერ ხდება ჰორმონი ინსულინის გამოყოფა.ინსულინის დახმარებით გლუკოზის გარკვეული ოდენობა გარდაიქმნება ენერგიათ, ( ატფ ად ) ხოლო დანარჩენი გლუკოზა ასევე ინსულინის დახმარებით გარდაიქმნება ცხიმად და ლაგდება ცხიმოვან ქსოვილში. რაც მეტი ოდენობით ვიღებთ შაქრის შემცველ პროდუქტს, მით სწრაფად იზრდება სიხლში გლუკოზის რაოდენობა და შესაბამისად მით დიდია ინსულინის გადმოსროლა,ეს უკანასკნელი კი რაც მაღალია მით მეტად ხდება ცხიმის ჩალაგების პროცესი.
გამომდინარე აქედან მეცნიერები, იმის გამო რომ თავიდან იქნეს აცილებული გასუქება , რეკომადაციას იძლევიან მივიღოთ დაბალი გლიკოგენის ინდექსის მქონე პროდუქტები ( რომელთა გადამუშავებას დრო ჭირდება და შესაბამისად უეცარ ინსულინის პიკს არ იძლევიან) ასევე ამ ბიოქიმიურ მექანიზმს ემყარება ‘’ხშირი და ცოტა ულუფით’’ კვების რეკომენდაციები რათა სისხლში გლუკოზისა და ინსულინის დონე იყოს თანაბარი დღის ყველა მონაკვეთში და არა დაცემა პიკის მონაცვლეობა.. ამავე მიზეზით დიეტოლოგები გახდომის მსურველებს ურჩევენ ვაშლის ჭამას, ნაცვლად იმავე ოდენობის ვაშლისაგან მიღებული წვენის დალევას. მთლიანი ვაშლი ბოჭკოსაც შეიცავს და წვენთან შედარებით ნაკლებ დროში იძლევა სიხლში გლუკოზისა და ინსულინის მატებას განსხვავებით წვენისაგან, რომელიც უეცარ პიკს გვაძლევს. სწორედ ამ მექანიზმიდან და მათში ბოჭკოს შემცველობიდან გამომდინარეობს ასევე რეკომენდაციები მუქი ბრინჯისა თუ არარაფინირებული ყავისფერი შაქრის მოხმარებაზე ნაცვლად მათი თეთრი ანალოგებისა.
როგორც უამრავმა კვლევამ აჩვენა, გარდა იმისა რომ შაქრის შემცველი პროდუქტები ორგანიზმის გაცხიმოვნების პირველი მიზეზია, ისინი ასევე იწვევენ მადის მომატებას და სიმაძღრის შეგრძნების ჰორმონის, ლეპტინის რეზისტენტობას. ლეპტინს ძლიერი მადისდამთრგუნავი მოქმედება აქვს და სამწუხაროდ ადამიანებს, რომლებიც დიდი ოდენობით შაქარსა და შაქრის შემცველ პროდუქცის მოიხმარენ, უვითარდებათ ლეპტინ რეზისტენტობა და შესაბამისად გამუდმებულად ეზრდებათ მადა. ლეპტინ რეზისტენტობა შექცევადი პროცესი აღმოჩნდა და იმ შემთხვევაში, თუ ადამიანები გადადიან დაბალკარბონატულ კვების რეჟიმზე არაუგვიანეს 6 თვისა მადა ქვეითდება და სტაბილურდება, გამომდინარე იქიდან რომ ხდება ლეპტინზე ტვინის მგრძნობელობის აღდგენა.
სწორედ ზემოთაღწერილი მექანიზმების ცოდნამ დაუდო საფუძველი ცილოვან დიეტებს. თუმცა მხოლოდ ცილოვანი პროდუქტების ჭამა და შესაბამისად ცილოვანი დიეტები ძალიან საზიანოა ორგანიზმისათვის გამომდინარე იქიდან, რომ ორგანიზმი გლუკოზას იღებს ცილის დაშლით ,ხოლო ამ დროს წარმოქმნილი მჟავა პროდუქტები აზიანებს როგორც თირკმელებს, ასევე სხვა ორგანოებსაც. ამიტომ ყველაზე იდეალურია არა შაქრის შემცველი პროდუქტების აკრძალვა, არამედ მათი მთლიანი რაციონის 20-30 პროცენტზე დაყვანა.
აქვე მნიშვნელოვანია ერთი გარემოების დაზუსტება. როდესაც ადამიანებს ესმით რეკომენდაციები მცირე ოდენობით შაქრის მოხმარებასთან დაკავშირებით, ისინი ამას სუფრის შაქართან აიგივებენ და ზოგიერთს ისიც კი გონია რომ, რადგან სუფრის შაქარს არ ეტანება, ამიტომ შაქარი საერთოდ ამოღებული აქვს მენიუდან. სინამდვილეში შაქარში იგულისხმება ყველა ის ნახშირწყლოვანი პროდუქტი, რომლისგანაც გლუკოზა წარმოიქმნება. ასეთი პროდუქტებია ბურღულეული, ხილი , თაფლი , ცომეული, შოკოლადი, კარტოფილი,ალკოჰოლი . ამიტომ უმჯობესია წონაში დაკლების მსურველებმა თუ ჯანმრთელობის მიმდევრებმა, რაციონის 70/80 პროცენტი ცილოვანი პროდუქტებითა( ხორცეული) და დაბალი შაქრის შემცველი ბოსტნეულით შეავსონ . სუფრის შაქარი ,ცომეული , გაზირებული სასმელები ,მაკარონის პროდუქტები და ჩიფსები კი ,სულ ამოიღონ მოხმარებიდან.
მნიშვნელოვანი ფაქტები და სტატისტიკა :
ალბათ ამ სტატიის შემდეგ სადავო აღარ არის, რომ შაქარი ჩვეულებრივი მკვლელია. თუ ამ სტატიას არ ენდობით კითხეთ ნებისმიერ თამბაქოს ბიზნესში მოღვაწე მაგნატს,ისინი გიპასუხებენ რომ თამბაქოს შაქარზე დიდი ზიანი არ მოაქვს და სიამოვნებით გაგიზიარებენ სტატისტიკასა და დასაბუთებული კვლევის შედეგებს.შაქრის ბიზნესი არაფრით ჩამოუვარდება ნარკოტიკისა და თამბაქოს ბიზნესს.იფიქრეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.