ვირჯინია სატირის ღრმად დამაფიქრებელი მოკლე გამონათქვამები ოჯახზე, ურთიერთობაზე და საერთოდ, ცხოვრებაზე

“ნუ დაიჯერებთ, რომ მხოლოდ ის ხართ, რაც თქვენს შესახებ სხვების მიერ შექმნილ შეზღუდულ წარმოდგენას შეესაბამება”

“მინდა, მიყვარდე მიჯაჭვულობის გარეშე, მესმოდეს შენი განსჯის გარეშე. მინდა ვიყო შენთან ერთად ისე, რომ პირად სივრცეში არ შემოგეჭრა. მინდა, დაგპატიჟო და არ ვიბრძანებლო. თუ მიგატოვებ, მინდა, სინდისი არ მქეჯნიდეს. მინდა გირჩიო ისე, რომ არ დაგადანაშაულო. მინდა დაგეხმარო ისე, რომ არ შეურაცხგყო. თუკი შენც ასევე მომეპყრობი, მაშინ შეგვიძლია, ერთად ვიყოთ ისე, რომ ერთმანეთი შევავსოთ”.

“ახლა უკვე მესმის, რომ ოჯახი სამყაროს მინიატურული მოდელია. სამყარო რომ შევიცნოთ, ჯერ ოჯახი უნდა შევისწავლოთ: ძალაუფლების, ინტიმურობის, ავტონომიის და ნდობის პრობლემები კომუნიკაციის უნარ-ჩვევებთან ერთად მნიშვნელოვნად განსაზღვრავს იმას, თუ როგორ ვცხოვრობთ ამ სამყაროში. თუკი სამყაროს შეცვლა გვინდა, ჯერ ოჯახი უნდა შევცვალოთ”.

“ჩვენ ერთმანეთს მსგავსი თვისებების წყალობით ვხვდებით, განსხვავებული თვისებები კი პიროვნულ ზრდაში გვეხმარება”.

“მინდა, მოგწონდეს საკუთარი თავი. მინდა, მოგწონდეს ის, ვინც ხარ, როგორიც ხარ. მინდა, კმაყოფილი იყო იმით, რაც გაქვს და რაც მომავალში გექნება. მინდა, ყოველთვის გახსოვდეს, რომ დღევენდელთან შედარებით მომავალში ბევრად მეტს მიაღწევ და ბევრად უფრო შორს წახვალ”

“ადამიანის სწორი თვითშეფასება მხოლოდ ისეთ ატმოსფეროში ყალიბდება, სადაც ინდივიდუალურ განსხვავებებს პატივს სცემენ, სადაც შეცდომებს პატიობენ, სადაც ღიად ურთიერთობენ, სადაც წესები მოქნილია, ასეთი ატმოსფერო კი მხოლოდ მშვიდ და წევრების განვითარების ხელშემწყობ ოჯახებში სუფევს.”

“არსებობს ხუთი სახის თავისუფლება: დაინახო და მოისმინო ის, რაც ხდება; ხმამაღლა თქვა ის, რასაც გრძნობ და ფიქრობ; იგრძნო ის, რასაც მართლა გრძნობ; მოითხოვო ის, რაც ნამდვილად გსურს; და გაბედო ის, რაც ნამდვილად გსურს.”

“სწორი კომუნიკაცია ურთიერთობაში იგივეა, რაც სუნთქვა ცხოვრებაში”.

“იცით, რა არის ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც სხვა ადამიანმა შეიძლება მომიძღვნას? დამინახოს ისეთი, როგორიც ვარ. მომისმინოს და სწორად გამიგოს.. .და ხელი ჩამკიდოს” “ცხოვრებისეულ მოვლენებზე ბევრად მნიშვნელოვანია ჩვენი რეაქცია ამ მოვლენებზე”.

“ადამიანებს გაურკვეველი მომავლის გამო შიშით ტანჯვას, რატომღაც, აწმყოში ტანჯვა ურჩევნიათ”.

“მშობლის ყოველი სიტყვა, სახის მიმიკა, სხვეულის მოძრაობა ან ქმედება ბავშვის თვითშეფასების ჩამოყალიბების პროცესზე ზემოქმედებს. ბევრი მშობელი ვერც კი აცნობიერებს, რა სახის ზემოქმედებას ახდენს ამ პროცესზე თავისი გზავნილებით”.

” საკუთარი თავი ყველაზე დიდ სასწაულად უნდა აღვიქვათ”

“მშობლის სამსახური ამ ქვეყანაზე ყველაზე მძიმე, ყველაზე რთული, შფოთვებით მართული, ოფლის და სისხლის დამღვრელი სამსახურია. ამ შრომაში გამარჯვებისთვის საჭიროა უზომო მოთმინება, საღი აზრი, თავგანწირვა, იუმორი, ტაქტი, სიყვარული, სიბრძნე, ფხიზლად ყოფნა და ცოდნა. ამავე დროს, მშობლის შრომა ცხოვრების მანძილზე ყველაზე სასიამოვნო, და სახალისო გამოცდილებაა, რადგან წარმატების შემთხვევაში ამ შრომის შედეგს ახალი და უნიკალური ადამიანის აღზრდა წარმოადგენს.”

“თუკი სიკვდილის წინ მთელი სამყაროსთვის ერთი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რამის თქმის ნებას დამრთავდენ, ვიტყოდი, რომ არცერთი მოვლენა ავტომატურად არ განსაზღვრავს მასზე რეაგირების ფორმას. ეს მხოლოდ ადამიანზეა დამოკიდებული. ჩვენი რეაგირება გარკვეულ მოვლენაზე მნიშვნელოვნად წარმართავს და ცვლის თავად ამ მოვლენას.” “წლების მანძილზე ჩამომიყალიბდა სრული სურათი იმაზე, თუ რას ნიშნავს ჰუმანურად ცხოვრება… ასეთი ცხოვრება ნიშნავს იმას, რომ ადამიანი იცნობს, აფასებს საკუთარ სხეულს და ზრუნავს მასზე, მოსწონს იგი; როდესაც ადამიანი გულწრფელია, არ ეშინია რისკის, პასუხისმგებლობის; როდესაც ის არის კრეატიული, კომპეტენტური; მას არ ეშინია ცვლილების, როდესაც ვითარება ამას მოითხოვს; მას შეუძლია მიიღოს ახალი და განსხვავებული, თუმცა ინარჩუნებს ძველის იმ ნაწილს, რომელიც კვლავ ღირებულია და ემშვიდობება მხოლოდ იმას, რაც უსარგებლოა.”

” ადამიანებს დღეში 4 ჩახუტება გვჭირდება გადასარჩენად, დღეში 8 ჩახუტება გვჭირდება სრული სიმშვიდისთვის და დღეში 12-განვითარებისთვის.”

“კრიზისის აღმნიშვნელი სიმბოლო ჩინურად ორი იეროგლიფისგან შედგება: ერთი აღნიშნავს საფრთხეს, მეორე-შესაძლებლობას. ეს სიმბოლო იმაზე მიგვანიშნებს, რომ კრიზისი შეიძლება ახალ შესაძლებლობად ვაქციოთ ან ნეგატიურ გამოცდილებად.” “მშობლებს მსოფლიოში ყველაზე რთულ სკოლაში უწევთ მუშაობა და სწავლება- ადამიანების შემქმნელ სკოლაში. თანაც მათ აგრეთვე უწევთ განათლების საბჭოს წევრების, დირექტორის, კლასის დამრიგებლის და დარაჯის ფუნქციების შეთავსებაც.” “მას მერე, რაც ადამიანი ამ სამყაროს მოევლინება, კომუნიკაცია არის ის უდიდესი და ერთადერთი ფაქტორი, რომელიც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს იმას, თუ რა სახის ურთიერთობა ექნება სხვა ადამიანებთან და რა გადახდება მის თავს ამ სამყაროში.”

კეთილგანწყობილ ოჯახში მშობლები განვითარების ხელშემწყობი ლიდერები უნდა იყვნენ და არა ავტორიტარული ბოსები. მათ უნდა ასწავლონ შვილებს ადამიანურად მოქცევა სხვადასხვა სიტუაციებში. მათ უნდა შეძლონ, აუხსნან შვილებს რა არის კარგი და რა არის ცუდი; მათ უნდა შეძლონ საკუთარი ტკივილის, ბრაზის, სიხარულის თუ გულისწყრომის მიზეზის ახსნა. მშობლის საქციელი ყოველთვის უნდა შეესაბამებოდეს მისივე სიტყვებს და მოთხოვნებს.”

” არსებობს ადამიანები, რომლებიც აკეთებენ იმას, რასაც აიძულებენ და არა იმას რაც თავად სურთ. როდესაც სხვის მიერ განსაზღვრული წესებით ცხოვრობ, როდესაც გამუდმებით იმაზე ზრუნავ, რომ ვინმეს გული არ დაწყვიტო ან არ აწყენინო, ცხოვრება ნელნელა მხოლოდ იმის გამუდმებულ შეფასებად იქცევა, ასიამოვნე თუ არა სხვა ადამიანებს.”

” მე ვიცი, რომ ადამიანს ძირფესვიანად შეუძლია, შეიცვალოს. შეცვალოს თითოეული უჯრედი და თითოეული ძარღვი. დიახ, ადამიანებს შეუძლიათ შეცვლა, უბრალოდ გააჩნია, როდის და რა ვითარებაში.”

“უამრავი ადამიანი საკუთარი ემოციების პატიმრობაში არსებობს ისე, რომ ამას ვერც კი აცნობიერებს.” “მოზარდები სულაც არ არიან მონსტრები. ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომლებიც სწავლობენ, როგორ უნდა იცხოვრონ იმ ზრდასრული ადამიანების სამყაროში, რომლებიც არც თუ ისე თავდაჯერებულნი არიან.”

“თქვენ ყველას უზარმაზარი წვლილი მიგიძღვით ჩემი სიყვარულის გრძნობის ჩამოყალიბებაში. ამ სიყვარულმა ჩემი ცხოვრება შეავსო და გაამდიდრა, ამიტომაც უზომო მადლიერების გრძნობას განვიცდი.” .

“სრულყოფილი ცხოვრება აუცილებლად მოიცავს მოწყვლადობას, მაგრამ არა თავდაცვას. ნებისმიერ განცდას სრულიად ღია უნდა დახვდე.”

“ნებისმიერ დროს შეიძლება რაიმე ახალი ვისწავლოთ, თუკი გვჯერა, რომ შეგვიძლია.”

“ადამიანების ერთერთი უდიდესი პრობლემა იმის არცოდნაა, რა არ ვიცით”.

” ყველაფერს, რასაც ვამჩნევ, სიცოცხლეს ვშთაბერავ, რასაც ვერ ვამჩნევ, ის კვდება.”

“პრობლემა სინამდვილეში სულაც არ არის პრობლემა. პრობლემა ის არის, თუ როგორ ვუმკლავდებით მას.”

“აიღე, შეკრიბე თითოეული ოჯახი და მიიღებ საზოგადოებს. დიახ, ასეთი მარტივია. ის რასაც ადამიანი ოჯახში სწავლობს, აუცილებლად აისახება იმ საზოგადოებაზე, რომელშიც ეს ოჯახები შეიქმნა.” “პრობლემა საულაც არ არის პრობლემა! ის მხოლოდ სიმპტომია, რაღაც უფრო ღრმა მოვლენის ამსახველი სიმპტომი.” “მე ვფლობ საკუთარ თავს, მაშასადამე, მე ვქმნი საკუთარ თავს. მე ვარ მე და თავს მშვენივრად ვგრძნობ.” “თოთოეულ მშობელს თავისი წარსულიდან მოყვება გადაუწყვეტელი ან დაუსრულებელი პრობლემები, რაც მათ მიერ შვილების აღზრდის პროცესზე ნეგატიურად აისახება.” ” როგორც თერაპევტი, მე თავს პაციენტის კომპანიონად ვთვლი. მე ადამინებს საკუთარი სიბრძნის ტალღებთან ჰარმონიზაციაში ვეხმარები.”

“სრულიად ნორმალურია, თუკი ადამიანი ბრაზდება, მთავარია, მან ეს გაბრაზება პასუხისმგებლობის გრძნობით გამოხატოს.”

“მშობლებს უამრავი რამე მოეთხოვებათ, რის სანაცვლოდაც, სამწუხაროდ, ძალიან მცირე უბრუნდებათ.” “ჩემი აზრით, მოზარდობის პერიოდის მთავარი შედეგი არის საკუთარი ღირსების შეგრძნების მქონე ადამიანის ჩამოყალიბება, რომელსაც შეუძლია ღიად და ადექვატურად ურთიერთობა, პასუხისმგებლობის აღება და რისკზე წასვლა. მოზარდობის დასასრული მოზრდილობის დასაწყისს ნიშნავს და ის, რაც მოზარდობისას ვერ დასრულდა, მოზრდილობის პერიოდში გრძელდება.” “ოჯახის შექმნა და შენარჩუნება ძალიან რთული სამუშაოა. ოჯახი ნიშნავს ორი ბიზნესის შერწყმას, ორი წყაროს რესურსების ერთი პროდუქტის შექმნის მიზნით გაერთიანებას. ამ ოპერაციის ყველა სირთულე მაშინ მჟღავნდება, როდესაც ზრდასრული ქალი და ზრდასრული მამაკაცი შვილს ახალშობილობიდან მოზრდილობის პერიოდამდე მართავენ.”

” შვილები ვერასოდეს ნახავენ საკუთარ მშობლების ახალგაზრდობის პერიოდს, ისინი ვერასოდეს ნახავენ იმ დროს, როდესაც მათ შორის მოსიყვარულე, მზრუნველი და თბილი ურთიერთობა სუფევდა. იმ დროს, როდესაც შვილებს მშობლებზე დაკვირვების შესაძ₾ებლობა ეძლევათ, რომანტიკული პერიოდი უკვე დიდიხნის გასული და დავიწყებულია.” “ოჯახები საზოგადოების მინიმოდელია და პირიქით, ორივეს ის ადამიანები ქმნიან, ვინც ერთად უნდა იცხოვრონ, ვისი ბედიც მჭიდროდ გადაჯაჭვულია. ოჯახი და საზოგადოება ურთიერთობის სხვადასხვა კომპონენტებს ასახავენ: ლიდერი მართავს მასას, ხნიერი მართავს ახალგაზრდას, მამაკაცი მართავს ქალს. ყოველი წევრი უნდა მონაწილეობდეს გადაწყვეტილების მიღებაში, იყენებდეს ძალაუფლებას. საბოლოოდ კი ყველა საერთო მიზნის მისაღწევად უნდა მოქმედებდეს.”

” ცხოვრება არ არის ისეთი, როგორიც გვინდა. ცხოვრება ისეთია, როგორიც არის. ყველაზე მნიშვნელოვანი კი მხოლოდ ის არის, როგორ ვუმკლავდებით ცხოვრებისეულ გამოცდებს, სწორედ ეს ცვლის ყველაფერს ცხოვრებაში”.

“ყველაფერი გასინჯე, მაგრამ შეჭამე მხოლოდ ის, რაც თავად მოგწონს”.

“როცა მე ვარ ნამდვილი-მე და თავს მშვენივრად ვგრძნობ”.